5 ივლისის გმირები – ჟურნალისტები ყველაზე მძიმე დღეს იხსენებენ

დღეს 5 ივლისია – მედიის წინააღმდეგ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. 52 დაშავებული და 1 გარდაცვლილი, ლექსო ლაშქარავა – ასეთია 1 დღის სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგი.

ეს სტატისტიკა არ არის – ზუსტად 1 წლის წინ, ხელისუფლებამ მედია სასიკვდილოდ გაიმეტა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე რადიკალები დაუბრკოლებლად დათარეშობდნენ და მათ მიზანში ჟურნალისტები ამოიღეს. ურტყამდნენ წიხლებს, მუშტებს, დროშის ტარებს და ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ. 5 ივლისს კანონი რადიკალებისთვის დაბრკოლება არ ყოფილა.

პირიქით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი სიძულვილისთვის და ანგარიშსწორებისთვის დაეთმო. ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების დანაშაულებზე ოცნებას რეაგირება არც 5 ივლისს და არც შემდეგ ჰქონია. ხალხით გადაჭედილ გამზირზე პოლიცია დაგვიანებით, ისიც ფორმალურად მივიდა. დაშავდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები, რადიკალები გამეტებით უსწორდებოდნენ ყველას, ვინც მედიას წარმოადგენდა. ქვეყანაში ჟურნალისტებისთვის არც სამართალმა იმუშავა. ქართულმა ოცნებამ დამნაშავეები არ დასაჯა, იმის მიუხედავად, რომ თავდამსხმელები დაშავებული ჟურნალისტების კამერებმა დააფიქსირა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share