5 ივლისის ძალადობის წლისთავს ნიკა გვარამია რუსთავის ციხის 212- საკნიდან, ინგა გრიგოლიასთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუთი ეხმიანება.
მედიამენეჯერი აცხადებს, რომ “ტვ პირველის” გარდაცვლილმა ოპერატორმა, ლექსო ლაშქარავამ დაამარცხა ბიძინა იბანიშვლი.
მისივე შეფასებით, ქართული მედია იყო პირველი, ვინც ოლიგარქია დაამარცხა.
”9 აპრილი იყო ასეთი დღე, რომელიც უმძიესთან ერთად ისტორიული იყო. დღე რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებობა განაპირობა. 5 ივლისიც ასეთი დღეა – უმძიმესი ქართული მედიისთვის, მაგრამ პარალელურად ეს არის ჟურნალისტიკის გამარჯვების დღე.
ქართული მედია იყო პირველი, ვინც ოლიგარქია დაამარცხა. ახლა, ეს აუცილებლად სხვებმაც უნდა შეძლონ.
ერთი წლის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ ლექსომ გაიმარჯვა, მსგავისი აქციების მსხვერპლი, არასდროს მოხვედრილა ევროკავშირის გადაწყვეტილებებში. ეს ამბავი მოხდა, არამხოლოდ 5 ივლისი, არამედ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღე. ეს არის ლექსოს გამარჯვების დღე. ისტორიულ რაკურსში ლექსო ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ეს სახელი და გვარი დარჩა ისტორიას. პირდაპირ გეტყვით, ლექსო ლაშქარავამ დაამარცხა ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის რუს ოლიგარქად გამოცხადებით და სანქციების მოთხოვნით მთავრდება ევოპარლამენტის ის გადაწყვეტილება, რომელიც ლექსო ლაშქარავათი იწყება. ეს არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მე უბრალოდ არ მინდა, რომ სიცცხლედ დაგვიჯდეს ამ ტიპის გადაწყვეტილებები და ეს გამარჯვება, რომელიც ლექსომ დაიწყო მივყვანოთ ბოლომე. ამის ყველა შესაძლებლობა და ინდიკაცია არსებობს, უბრალოდ გვმართებს, მეტი თანმიმდევრულობა, სიმტკიცე და რაც მთავარია მეტი გონიერება”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ტვ პირველი