ქართული მედიის დამსახურებაა, ივანიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში რომ ჩაწერეს – ნიკა გვარამია

ქართული მედიის დამსახურებაა, ბიძინა ივანიშვილი  ევროპარლამენტის რეზოლუციაში რომ ჩაწერეს – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა, ნიკა გვარაიამ ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გვარამია თვლის, რომ “მედიამ ეს ომი მოიგო”:

”ის გამანადგურებელი გადაწყვეტილებები, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით (ევროპარლამენტში) მიიღეს… დიდი ბოდიშ, მაგრამ ჩვენ, მედიას მეტი არაფერი შეგვიძლია. ეს მოგებული ომია, მაგრამ სხვა ტიპის ომებს საზოგადოება იგებს. 

ბევრჯერ მითქვასმ, თავის დოზე, გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად რომ გამოცხადდა “რუსთავი 2″ ეს არის არასწორი. მედია სახელსუფლებას ვერ ცლის, იგი ჩვენებს საზოგადოებას და ცივილიზებულ სამყაროს რა ხდება რეალურად. საზოგადოებაც ხედავს და მსოფლიოც, ასე რომ ჩვენ ჩვენი მისია შესრულებული გვაქვს. არის რაღაცები რასაც ჩვენი ძალებით ვერ გავაკეთებთ და სხვისი შესასრლებელია”- განაცხადა გვარამია. 

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share