„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ მაშინ დაჯდება სასაუროდ, თუ მას ლეგიტიმაციის დაკარგვის შეეშინდება.
“უნდა მიიყვანო საქმე იქამდე, რომ ივანიშვილი მოვიდეს, დაგიჯდეს და გესაუბროს, ამისთვის უნდა ეშინოდეს სანქციის, ეშინოდეს ლეგიტიმაციის დაკარგვის, მაშინ მართლა მოვა და დაგელაპარაკება.” – განაცხადა ცისკარიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.