რა ფუნქცია ექნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს, რომლის შექმნაც “ოცნებამ” დააანონსა – პარტიის თავმჯდომარე უკვე წინასწარ ამბობს, რომ გაგრძელდება ის რიტორიკა რაც ხელისუფლებას და ოპოზიციას აქვს, უბრალოდ ამ განცხადებებს ეს ჯგუფი დააკვირდება და გააანალიზებს:
“გაკეთდება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაანალიზებს ყველა განცხადებას, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას და დადგინდება წყარო პოლარიზაციის ზუსტად ამ ფორმატში. რა თქმა უნდა არ გვაქვს ილუზია რომ არც ჩვენ მოგვიწევს დანაშაულების შეხსენებაზე უარის თქმა, ან ისინი არ გააგრძელებენ რიტორიკას, ეს რა თქმა უნდა იქნება შემდეგი 6 თვის განმავლობაში, უბრალოდ მონიტორინგის ჯგუფი ამას დააკვირდება და რაღაცნაირად შეეცდება იმას, რომ გარკვეული დეესკალაცია მოხდეს.
ვიდრე ჩვენ გვესმის ყალბი განცხადებები იგივე ოლიგარქის თემაზე, ყოველგვარ ფაქტზე დაუფუძნებლად, საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართული არის პოლიტიკაში. ნული ფაქტი. მაინც აგრძელებენ საუბარს. რა თქმა უნდა, ამაზე მოგვიწევს მკაცრი პასუხის გაცემა. მათ მიმართ. ამან შეიძლება ხელის შეიწყოს პოლარიზაციას, მაგრამ საზოგადოებას თუ არ ვეტყვით საკმარის სიმართლეს, ეს კიდევ უფრო მეტად შეიწყობს ხელს პოლარიზაციას” ამბობს კობახიძე.
დეპოლარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან იმ 12 პუნქტში, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს.