საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს და წერს, რომ ჩვენ არც ზარმაცი და არც ჩამორჩენილი ერი არ ვართ. მისი თქმით, ახლა ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება.
გთავაზობთ წერილს სრულად:
“როდესაც სიღნაღს, ბათუმს ვაშენებდით და ლაზიკას ვგეგმავდით, გვინდოდა ყველაფერი გაგვეკეთებინა ისე, როგორც ევროპაში და უკეთესად. მომეწონა ნიცაში რაღაც და გადმოვიღეთ ბათუმში უკეთესად, ვალენსიის კოშკის ზუსტი ასლი გავაკეთეთ.
ამ ქალაქებს იმიტომ კი არ ვაშენებდით, რომ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში. ჩვენ ვჩქარობდით, ვმუშაობდით დღეც და ღამეც. ჩვენ არც ზარმაცი და არც ჩამორჩენილი ერი არ ვართ.
ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება!” – მიხეილ სააკაშვილი.