ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთში საკრებულოს სხდომაზე – ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
ოპოზიცია განმარტებას რამდენიმე დღის წინ განხორციელებულ თავდასხმებზე ითხოვდა, რომელიც მათივე თქმით, ხელისუფლებამ დააორგანიზა.
საკრებულოს წევრების განმარტებით, ოზურგეთში ხალხთან შეხვედრის დროს თავს მათი პარტიის ლიდერებს ,,ქართული ოცნების” აქტივისტები და მათ შორის, ოზურგეთის საკრებულოს წევრები დაესხნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.