საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ფონდი “ქართუ”-ს მიერ სრულად რეაბილიტირებულ, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალის გახსნას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მაყურებელმა, თეატრის მცირე სცენაზე, რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე, რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“ იხილა.
ფესტივალის ფარგლებში, 15 ივლისის ჩათვლით, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნების თეატრალური დასების წარმოდგენები.