ოზურგეთელი კონსტანტინე შავიშვილი სოციალურ ქსელში ენერგო პრო ჯორჯიას სარემონტო სამუშაოების შესახებ წერს. როგორც პოსტშია ნათქვამი, კომპანიის სარემონტო ბრიგადამ გრიბოედოვის ჩიხში ხუთი მეტრის თხრილი გათხარა და გადათხრილი დატოვა:
”მ ო შ ვ ე ბ უ ლ ი პასუხისმგებლობა.. ენერგპროჯორჯიას სარემონტო ბრიგადამ,ოზურგეთში, გრიბოედოვის ქ. ჩიხში,ხუთი მეტრის თხრილი გათხარა; შემდეგ როგორც ხდება,მიწის დიდი მასა და ახლადდაგებული ასფალტის ნატეხები,ჩიხის მცხოვრებლებს დაუტოვეა საპატრონოდ! ენერგოპროჯორჯიას დაუკავშირდნენ და ცხელი ხაზით თხოვეს ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ ამაოდ .არ ეკადრება ევროპულ კომპანიიას(ჩეხებისაა)ასეთი დაკიდება.არ მ ო გ ვ ა რ დ ე ბ ა ეს საკითხი ამ კვირაში და ვუგზავნი პრეტენზიას ჩეხ მფლობელს,ბატონ თესარს! ” – წერს შავიშვილი.