გურიის უკანსკნელი მთავრის მამია V გურიელისათვის პოლკოვნიკის წოდების მინიჭების თაობაზე რუსეთი იმპერატორის ალექსანდრე I მიერ 1810 წლის 14 თებერვალს გამოცემული აქტი.
.
ამავე აქტის მიხედვით პოდპოლკოვნიკის წოდება ასევე მიიღეს – დავით გურიელმა, ვახტანგ გურიელმა, აფხაზმა თავადმა მამუგარა შარვაშიძემ. წოდებები მინიჭების საფუძველი გახდა 1809 წელს ფოთის აღებაში გამოჩენილი მამაცობა.
.
1809 წელს გურულების ჯარმა მამია გურიელის მეთაურობით მალთაყვაში გაანადგურა ოსმალთა არმიის დიდი ბანაკი, ბრძოლაში ოსმალებმა 1500 კაცი დაკარგეს, 280-მდე თურქი კი დაატყვევეს, მალთაყვის ბრძოლამ რუსებს მნიშვნელოვნად გაუადვილა ფოთის დაკავება.
.
„სენატსკიე ვედომოსტი“ (Сенатские ведомости), 1810 წელი 26 მარტი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა