“შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი” – ოპოზიცია მაკფოლის დაანონსებულ სანქციებზე

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის მაიკ მაკფოლის მიერ დასახელებულ პირებს შორის, რომლებსაც შესაძლო სანქციები შეეხება, ბიძინა ივანიშვილიცაა.

ხათუნა სამნიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი რეზოლუციაში აღმოჩნდა და რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები სწორედ დეოლიგარქიზაციას უკავშირდება, არის საფუძველი, რომ ეს სწორედ ივანიშვილს უკავშირდება.

”მაკფოლის ამ განცხადების შემდეგ, შესაძლოა, არის საფუძველი, რომ ვივარაუდოთ, რომ საუბარი შეიძლება იყოს მაღალჩინოსნებზე, საქართველოში რამდენიმე ადამიანზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი. მისი სახელი უკვე პირდაპირ ჟღერდება რეზოლუციაში, ” – ამბობს ხათუნა სამნიძე.

სალომე სამადაშვილის თქმით კი, დღეს სანქციების საკითხი უკვე წამოჭრილია არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ შეერთებულ შტატებშიც.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share