“სანქციების თემა ენმ-ის ერთ-ერთი სპეკულაციაა… ყველაზე ანტიევროპული და ანტიდასავლური პარტია არის ზუსტად ნაციონალური მოძრაობა” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“პუტინის ომს უჭერს მხარს სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა და ეს ანტიევროპული, რადიკალური ოპოზიცია. საბედნიეროდ, მათ შეცდომაში ვერ შეიყვანეს ჩვენი საზოგადოება. სანქციების თემა არის ერთ-ერთი სპეკულაცია რომლითაც ნაციონალური მოძრაობა… ცდილობს ეს გადაიტანოს სხვა სიბრტყეში. სინამდვილეში, ყველაზე ანტიევროპული და ანტიდასავლური პარტია არის ზუსტად ნაციონალური მოძრაობა, – განაცხადა თალაკვაძემ.