სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში რუსული კომპანიების რაოდენობა 19-ჯერ გაიზარდა. საუბარია 2011-დან 2021 წლამდე მონაკვეთზე. ამასთან, სანქციების მიუხედავად, აღნიშნულ კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობა არ ეზღუდებათ.
ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
”სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში 2013 წლიდან 2021 წლამდე რუსული კომპანიების რაოდენობა 19-ჯერ გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში 197-ით მეტი უკრაინული კომპანიაა რეგისტრირებული, რუსული კომპანიები გაცილებით მეტ თანხას იღებენ ბიუჯეტიდან.
შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალი საქართველოს ფილიალი ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, მან ელ. ტენდერებით 46 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
საქართველოში 7,000-ზე მეტი კომპანია რეგისტრირებული, რომელთა წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან.
რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში კომპანიები რუსეთის განსაკუთრებით ბევრმა მოქალაქემ დაარეგისტრირა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული კომპანიების უმრავლესობა დასანქცირდა, თუმცა საქართველოში მაინც უპრობლემოდ ოპერირებენ, – წერს “ფლანგვის დეტექტორი”.