“მარტო სახლში” – “ოცნებას” ამ სიმარტოვეს ვერაფრით გაუმრვალფეროვნებენ პარლამენტში შესულები, – ასე ეხმაურება პარტია “მოქალაქეებისთვის” ლიდერი ეკა ბესელია პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატების გადაწყვეტილებას.
“მარტო სახლში”… ამ სიმარტოვეს ვერაფრით გაუმრავალფეროვნებს. “ოცნებას” ისინი ვინც დღეს დაითანხმეს…
ერთი ფერია მაინც ამ პარლამენტში და ის ფერი გაცვდა!” – წერს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში არ შედის და შესაბამისად ირმა ინაშვილს, გოჩა ენუქიძესა და გიორგი ლომიას დეპუტატის უფლებამოსიება შეუწყდათ. თუმცა, პარტიიდან პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადეს ავთანდილ ენუქიძემ, გელა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა.