რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში -346, ხარკოვის ოლქში – 186, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 53, ხერსონის ოლქში – 52, ზაპოროჟიეს ოლქში – 31.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 108 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 215 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.