“რიტორიკული კითხვა…ჰიგსი, კვანტი, კვარკი, “ცერნი”, რა შევცოდეთ, გვაკლდა შტერნი?-ზურაბ გურული

რიტორიკული კითხვა
————————
რაის კანტი და კატონი,
ნიცშე, ფროიდი, პლატონი,
შენა ხარ ჩემი ბატონი,
ძლივს გამოგვიჩნდა პატრონი.
მალე გვექნება ადრონი;
აღარ ვიტირებთ: – ვაჰ დრონი -.
ხვრელსაც მივხედავთ ოზონის,
რადგან ბლომად გვყავს “ბოზონი”
…ჰიგსი, კვანტი, კვარკი, “ცერნი”,
რა შევცოდეთ, გვაკლდა შტერნი?
ZG
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share