დავით არახამიას უსამშობლო ადამიანი უწოდა დღეს “ოცნების” დეპუტატმა ზარქუამ და მისი ლიდერების მსგავსად, უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერი, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა:
“უსამშობლო ადამიანების რამე კატეგორია თუ არსებობს, ასეთია ბატონი არახამია, რომელიც ქართველებს რუსულად გველაპარაკება, ოკუპანტის ენაზე და ვის სჯერა მისი პატრიოტიზმის. ეს არის ჩვეულებრივი, საგარეო მიმართულებით ნაცაქტივისტი, რომლის ინტერესიცაა, რამენაირად ეს ქვეყანა იყოს ომში ჩართული” აცხადებს ირაკლი ზარქუა
დავით არახამიას მისამართით მსგავსი კომენტარი დღეს ბრიფინგზე თავმჯდომარე კობახიძემაც გააკეთა. “ოცნება” ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებით გაღიზიანებულია.