დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გადადგა. მისი თქმით, ნათელია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ პარტიას ახალი ლიდერი, ქვეყანას კი ახალი პრემიერმინისტრი სჭირდება.
მისი თქმით, დანიშნა კაბინეტი, რომელიც იმუშავებს და ის შეასრულებს მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე. ჯონსონმა თქვა, რომ არავინაა შეუცვლელი.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბრიტანელ საზოგადოებას, იმ უზარმაზარი პრივილეგიისთვის, რომელიც მომეცი. და მინდა იცოდეთ, რომ ამიერიდან, სანამ ახალი პრემიერი იქნება, თქვენი ინტერესები იქნება დაცული და ქვეყნის მართვა გაგრძელდება”, – თქვა ჯონსონმა სიტყვით გამოსვლის დროს.
ჯონსონი ამბობს, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი. მისი თქმით, ახალ ლიდერს მაქსიმალურად დაუჭერს მხარს.