ამ წუთებში: “ქართული ოცნების” მხარდამჭერების თავდასხმა უკრაინის მხარდამჭერ ბანერზე

ამ წუთებში. ქალაქ ოზურგეთის რკინიგზის მოედანზე, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები თავს დაესხნენ “გურიის მოამბეს” ბილბორდს. რომელზეც გამოკრულია უკრაინის მხარდამჭერი ბანერი.

თავდამსხმელები ცდილობდნენ ბანერის დაზიანებასა და ჩამოგდებას, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა არ მისცა.

“გურიის მოამბე” კატეგორიულად მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან უზრუნველყოს უსაფრთხოება აღნიშნულ ტერიტორიაზე და ბილბორდზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში არ დაუშვას კერძო საკუთრების დაზიანება.

რედაქციისათვის ცნობილია რამდენიმე თავდამსხმელის ვინაობა, ამ წუთებში ხდება ყველა მათგანის იდენტიფიკაცია, რის შემდეგაც გავასაჯაროვებთ მათ და მათ უკან მდგომ პირებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share