პირველი სანქცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რეალობად იქცა. შვეიცარიული ბანკი ოფიციალური წერილით ადასტურებს, რომ ოლიგარქის 600 მილიონი დოლარი ანგარიშზე იყინება. უახლოეს მომავალში ამ თანხასთან დაკავშირებით არავითარი ოპერაცია არ განხორციელდება.
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკი არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ ფულის გაყინვის მიზეზიც პოლიტიკური ვითარებაა და მომავალშიც გადაწყვეტილების შეცვლა სწორედ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებული.
და ამით ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების ისტორია მხოლოდ იწყება. შემდეგი უკრაინაა, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობენ და უახლოეს დღეებში დაასრულებენ ათკაციანი სიის შედგენას, რომელშიც ძირითადად რუსი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები მოხვდებიან.
მათ გარდა სიაში იქნებიაბნ ქართველები და ბელორუსები – უკრაინის ხელისუფლება ახლა უკვე ოფიციალურად ადასტურებს, რომ ქართველებს შორის სანქციების კანდიდატი ნომერი ერთი – ბიძინა ივანიშვილია.
მთავარი არხი