პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. ,,დროა” ,,სტარატეგია აღმაშენებელი” და ,,გირჩი”‘ ,,ლელოს” ოფისში იყვნენ შეკრებილი. რამდენიმე ლიდერმა შეხვედრა უკვე დატოვა. ისინი აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნება” ყოველდღიურად ნაბიჯებს უკან დგამს და რაც ერთი იმ პუნქტის შესრულებას არ აპირებს, რაც ევროკავშირმა დაუწესა.
,,დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას, განცხადებით მთავარი განსახილველი საკითხი იყო, როგორ მოვიშოროთ ოლიგარქი.
”ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ქვეყანაში არის ძალიან დიდი კრიზისი. გვაქვს ბევრი ამოცანა, რომელიც ოპოზიციასთან კოორდინაციაში უნდა გადაწყდეს. ვგეგმავთ, როგორ მოვიშოროთ ოლიგარქი ” – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიცია ერთიანი იდეის გარშემო ერთიანდება, სულ რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი, კონკრეტულად რას გეგმავენ ხელისუფლების ოპონენტები.