დღეს, ქალაქ ოზურგეთის რკინიგზის მოედანზე, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები თავს დაესხნენ “გურიის მოამბეს” ბილბორდს, რომელზეც გამოკრულია უკრაინის მხარდამჭერი ბანერი.
თავდამსხმელები ცდილობდნენ ბანერის დაზიანებასა და ჩამოგდებას, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა არ მისცა.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, დავით მჟავანაძე და წერს:
”როგორც ჩანს, თალაკვაძის გუშინდელი ვიზიტის შემდეგ ”ქართული ოცნების” ოფისში გამართულ შეხვრდრაზე, მიიღეს გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაეზიანებიათ უკრაინის მხარდამჭერი ბანერი, შედეგმაც არ დააყოვნა და რამდენიმე წუთის უკან. უცნობმა პირებმა აღნიშნულ ბანერის დაზიანება სცადეს.” – წერს მჟავანაძე.