”ახლა ვუსმენდი კობახიძეს და…როგორი ცინიზმი, ტყუილის მტკიცება, სიტყვების რახარუხი, საოცარი ზიზღი და სიძულვილის ენა…”

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ირმა მგელაძე, სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის დღევანდელ გამოსლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
”ახლა ვუსმენდი კობახიძეს და… რომ იტყვიან “კვიცი გვარზე ხტისო”… როგორ შეიძლება მამამისის გაზრდილი შვილი უკეთესი იყოს…როგორი ცინიზმი, ტყუილის წარბშეუხრელად მტკიცება, სიტყვების რახარუხი, საოცარი ზიზღი და სიძულვილის ენა… მაგრამ ამ ყველაფერში მისი ალოგიკურობაც ხომ უპეცენდენტოა… ევროპას ჩვენი ომში ჩათრევა უნდაო და თან 12 პუნქტიან გეგმას შევასრულებთო… ერთ მხარდამჭერს, ერთ შედარებით მოაზროვნე ქოცს არ გაუჩნდა კითხვა, რაღაზედ ვიბრძვით ამ გეგმის შესასრულებლად თუ ასეთი ვერაგი და მზაკვრული ჩანაფიქრი აქვს,რაღად გვინდა ევროპა???
ან რატომ არ აზროვნებთ, რატომ იქცევა ასე გამომწვევად ხელისუფლება? რატომ აკეთებს ყველაფერს საწინააღმდეგოდ? რატომ დააპატიმრა სრულიად სასაცილო მიზეზით ნიკა გვარამია? რატომ არ უშვებს მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ?რატომ მოაწყო 5 ივლისი? რატომ დაარტყა მაინდამაინც ამერიკის ოფისში ოხანაშვილმა წერეთელს? გჯერავთ რომ არ იცოდნენ შედეგები? ან როდის მერე გახდა სუბარი რუსეთის მოტრფიალე? მას მერე ხომ არა, რაც აღიარა რომ 200 000 ქართუს ვალი აქვს…ან ახლა თუა ევროპა ასეთი მიუღებელი, რა 2024-ში გაკეთილშობილდებოდა?
ერთი სიტყვით სახეზეა რუსეთის მოტრფიალე ოლიგარქი და მისთვის ჭაში ჩამხტომი ხელისუფლება…
ჩახტით ბატონო, არავინ მოგიკითხავთ, მაგრამ უკეთესი მომავლის მსურველ ადამიანებს ნუ დაგვიკარგავთ მომავლის იმედს! თქვენს მილიონებს ნუ გადააყოლებთ მთელი ქვეყნის ევროპულ მომავალს!
და კიდევ, დიტო სამხარაძე 9 კლასიანიაო, კობახიძე ხომ გვყავს ევროპული განათლებით? მერე???უსამშობლო, ფულზე დახარბებული და მტერი რა განსხვავებაა განათლებული იქნება თუ შტერი???” წერს მგელაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share