”ის, ვისაც უნდა ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოცილება, მის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა. ვინაიდან, რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, თავისთავად ქართულ ოცნებას გააძლიერებს ამ შედეგიდან გამომდინარე.
ამიტომ, ბუნებრივი მოცემულობა არის, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობისა და მის გარშემო მყოფი პარტიებისთვის, რომ მათ მიზანს – ჩამოაცილონ ხელისუფლებას ქართული ოცნება, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესი, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.”
განაცხადა ქართული ოცნების წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმედის ეთერში.