ვთესავთ კანაფს, ეკლესიით ვეხმარებით ახალგაზრდებს, პერიოდულად გვიჭერენ.. – ვახო მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრი ვახო მეგრელიშვილი, პარტიის ჩამოყალიბების წინა პერიოდის დეტალებს ასაჯაროებს.

„ვთესავთ კანაფს, ეკლესიით ვეხმარებით ახალგაზრდებს, ვიგებთ საკონსტიტუციო სასამართლოებს, ჩემი აზრით, ვიგებთ ყველა დებატს თუ შემთხვევით ვინმეს ეთერში გადავეყრებით. პერიოდულად გვიჭერენ. ეჭვი მაქვს, ქოცები საკუთარი შიდა თამაშებისთვის იყენებდნენ ჩვენს გიჟურ პროექტებს. თუმცა, ეს თამაში ჩვენც გვაწყობს — ცნობადობას ვიზრდით. ზურას უზარმაზარი ნეგატიური რეიტინგი აქვს და ვერ ვხვდები, რატომ. ცნობადობა უკვე დროა გადაითარგმნოს ნდობაში. მუდმივად ვცდილობთ ფულის შოვნის ალტერნატიული წყაროები ვიპოვოთ, მაგრამ უშედეგოდ. ახალი ადამიანები არ მოდიან. მე ნიუტონის წილს ვყიდი — ისედაც მთელ დროს გირჩში ვატარებ და გადავწყვიტე, დრო სრულად დავუთმო. პალიკოს დაფინანსება უჭირს, ამ დროს მე მიჩნდება მცირედით დახმარების შესაძლებლობა. მე და იაგო ვართ მარტო, ზურა ფაქტობრივად არ მონაწილეობს ფიქრის პროცესში ან არ არის ოფისში, ან ტელეფონში იყურება“_ იხსენებს ვახო მეგრელიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share