ივანიშვილი ხელისუფლებაში ამ ე.წ. ქველმოქმედებამ მოიყვანა და ქვეყანას 10 წელი სწორედ ამ „ქველმოქმედებით“ მოჰპარა, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
მისივე თქმით, თუ ვინმეს მართლა ქველმოქმედება უნდა, კოვიდპანდემიის დროს ქვეყნის მიერ აღებული 3 მილიარდი ვალი გადაფაროს.
„ნურავის ნურაფერს აყვედრიან. მითუმეტეს, ბიუჯეტიდან იმდენი წაიღეს და ჯერ კიდევ იმდენი მიაქვთ… ვინმეს თუ მართლა ქველმოქმედება უნდა, კოვიდის დროს ქვეყანამ 3 მილიარდი ვალი რომ აიღო, ის გადაფაროს, ჩვენი შვილების გადასახდელი, რომ არ გახდეს. მოკლედ, დაასრულეთ ეს უსინდისო ვაჭრობა, თორემ შემოდგომაზე ხალხის პასუხს მიიღებთ,“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.