რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე წლის განმავლობაში 121 ათასი ფიზიკური პირი, მათ შორის, ინდმეწარმე გადახდისუუნაროდ არიან გამოცხადებულები. ეს მაჩვენებელი კი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37,8%-ით აღემატება. „ფედრესურსის“ მონაცემებით, გაკოტრების შესახებ პროცედურების 95%-ს თავად მოქალაქეები იწყებენ და მხოლოდ 5% მოდის კრედიტორების შეფასებაზე.
რაც შეეხება რეგიონალურ მაჩვენებელს, ამ მხრივ ლიდერი იყო მოსკოვი და მოსკოვის ოლქი, სანკტ-პეტერბურგი, ბაშკირეთი და კრასნოდარის ოლქი.
როგორც გაზეთი „იზვესტია“ აღნიშნავს, გაკოტრების ტემპებზე გავლენას ახდენს უმუშევრობა და რეალური შემოსავლების შემცირება. გამოცემის ცნობითვე, ნეგატიური დინამიკა გაგრძელდება მომავალშიც.