“ძალიან გამხდარია… ფერი დაკარგული აქვს, საერთოდ აღარ აქვს ადამიანური ფერი” – ამის შესახებ კლინიკა “ვივამედის” დატოვებისა და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ისაუბრა.
”ძალიან გამხდარია, მე რუსთავის მერე აღარ მინახავს, გამხდარია, ფერი დაკარგული აქვს და საერთოდ აღარ აქვს ადამიანური ფერი. როგორ გითხრათ, ცარცისფერია და არ არის სასიამოვნო ვიზუალური აღქმისთვის. უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე. საავადმყოფოს პირობებში სხვაგვარად ვერც წარმომედგინა. მაგრამ არასასიამოვნოა, რომ პრეზიდენტი ასეთ დღეშია,” – ამბობს გელბახიანი.
ვალერი გელბახიანის განცხადება სრულად.