რუსმა ჩოგბურთელმა, მარიამ შარაპოვამ უკრაინას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. საერთოდაც, რუსული საჩოგბურთო სამყარო ამ სოლიდარობაში თითქმის ერთიანია.
როგოც მაშამ თქვა, ფინანსურად ის ორგანიზაცია Save The Childern-ს ეხმარება, რომელიც ომით დაზარალებულ ბავშვებზე ზრუნავს
“ყოველ დღე გული უფრო და უფრო მტკივა. უკრაინის კრიზისის გამო დაზარალებულ ოჯახებსა და ბავშვების გამო ვწუხვარ.
ფინანსურად Save The Children-ს ვეხმარები, რომელიც მუდმიდივად შრომობს, რათა დაზარალებულ ბავშვებს საკვები და წყალი ჰქონდეთ. გთხოვთ, შემომიერთდით და ბაშვებს დაეხმარეთ. მშვიდობისთვის ვლოცულობ და დაზარალებულებს მხარდაჭერას ვუცხადებ,” – თქვა შარაპოვამ.