ჟურნალისტი ვახო სანაია, მმართველი პარტიის ყოფილი წევრის მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ს ელჩის კელი დეგნანისადმი მიძღვნილ ღია წერილს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი კელი დეგნანს
ბატონო ბიძინა, მაინც ვერ დაგვარწმუნებთ, რომ ყაველაშვილმა წერა-კითხვა იცის, ამიტომ შემდეგ ჯერზე სოზარას სახელით მაინც გამოაქვეყნეთ ეგ წერილები ან პირდაპირ თქვენ თვითონ გვითხარით სათქმელი”, – წერს სანაია.
დღეს, აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი პარტია ცოტა ხნის წინ დატოვა, ღია წერილით მიმართა.