ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც ამ მოცემულობაში ოპოზიციას შეუძლია, არის ის, რომ მათ უნდა გამოაცხადონ მორატორიუმი ნებისმიერ პოლიტიკურ დისკუსიაზე, პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.
გია ხუხაშვილმა გადაცემაში Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ დავაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით აღნიშნული დავა ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ “პოლიტიკად მონათლეს, რაც შემდეგ ძალიან ოსტატურად გამოიყენა ბანკმა.“
“ეს გადავიდა პოლიტიკაში და პოლიტიკაში იცით ვინ გადაიყვანა? ბანკმა და ოპოზიციამ კი არ გადაიყვანა ან არახამიამ, ღარიბაშვილმა და კობახიძემ გადაიყვანა. რომ გამოვიდნენ და დაიძახეს, ბანკი იმიტომ არ აძლევს ფულს, ომში ჩათრევა უნდათო, პოლიტიკად ამათ მონათლეს, გადაიყვანეს პოლიტიკაში, რაც მერე ძალიან ოსტატურად გამოიყენა ბანკმა. ამათმა თვითონ შეუქმნეს საფუძველი, დღეს ბიძინას ორი ყველაზე დიდი მტერი ჰყავს, ორივეს ირაკლი ჰქვია. ესენი ახლა ბიძინას რასაც უკეთებენ ძალიან გამოცდილი და მზაკვარი მტერი ვერ გაუკეთებს, პირდაპირ ძირავენ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.