“უსამშობლო ხალხია და უღმერთო… აგინებენ ისტორიას, მეფეებს, ეკლესიას, პატრიარქს”… – კობახიძე ოპოზიციაზე

“[ოპოზიციონერებმა] მოატყუეს, კი, ხალხი და არ გამოჩდნენ სცენაზე, რაოდენობა იყო დიდი, როგორც კი გამოჩნდნენ 3-4 ჯერ შემცირდა ხალხის რაოდენობა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ან რანაირად უნდა ჰქონდეთ ხალხის მხარდაჭერა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მართლა უსამშობლო ხალხია, ყველაფრით გამოხატული უსამშობლო ხალხია და უღმერთო. პირდაპირ აგინებენ ყველაფერ სიწმინდეს, რაც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება. ისტორიას აგინებენ, მეფეებზე გადავიდნენ ყველაფერი რომ მოილიეს ბოლოს, და ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს და ა.შ.”

– თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share