საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მიზანია, დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით მიაღწიოს, ამავდროულად ქვეყანა აგრძელებს აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„ახალი პარლამენტის მიერ მიღებულმა პირველივე კანონმდებლობამ საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენ დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით ვცდილობთ, ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას. საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად ემზადება“, – წერს გიორგი გახარია.