ილონ მასკი Twitter-ის შეძენაზე უარს ამბობს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი სოციალურ ქსელ Twitter-ს აღარ შეიძენს.

წერილში, რომელიც მისმა ადვოკატებმა Twitter-ის ხელმძღვანელობას გაუგზავნეს, ნათქვამია, რომ ილონ მასკი კომპანიასთან $44 მილიარდიან შეთანხმებას წყვეტს.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის განცხადების თანახმად, მასკი გადაწყვეტილების მიზეზად მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.

მასკი განმარტავს, რომ Twitter-ის წარმომადგენლებმა კომპანიის შიდა ბაზებზე წვდომა ნაწილობრივ გაუხსნეს და დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, მონაცემები სრულად არ მიაწოდეს.

რაც შეეხება Twitter-ის პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ მიმართავენ სამართლებრივ მოქმედებებს გარიგების აღსასრულებლად.

იურისტები ამბობენ, რომ მასკს შეთანხმებიდან გასვლა გაუჭირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share