უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ რუსები უკრაინასთან საბრძოლველად პატიმრების მობილიზაციას ახდენენ, რმელთაც ომში წასვლის სანაცვლოდ თავისუფლებას პჰირდებიან.
“პუტინი ახალ არმიის ფორმირებას 400 ათასი პატიმრების გადაპირებით აპირებს. მკვლელების, მოროდიორების და მოძალადეების არმია ახლა დამნაშავეების არმიადაც გადაიქცევა,” – აცხადებს ის.