კობახიძე სააკაშვილზე: “არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა მოიხადოს:

“არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია და დაკავშირებულია პირდაპირ სახელმწიფო ინტერესებთან.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს ასეთი ცნება სისხლის სამართალში – საზოგადოებრივად საშიში. ამ ადამიანთან პირდაპირ არის დაკავშირებული რისკები, მათ შორის, პოლარიზაციის გაღრმავების, გაორმაგების, ანუ ამის პოტენციალი არსებობს და ასეთ დროს, ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას. ამიტომ, არის ჩვენი პოზიცია პრინციპული,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share