რომელი ქვეყნიდან ეწვია საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ივნისის თვეში

მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში 445 894საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 58 113, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 387 781 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • რუსეთი – 90 239 ვიზიტორი;
  • თურქეთი – 62 192 ვიზიტორი;
  • სომხეთი – 61 974 ვიზიტორი;
  • საქართველო (არარეზიდენტი) – 22 143 ვიზიტორი;
  • ისრაელი – 20 555 ვიზიტორი;
  • უკრაინა – 15 273 ვიზიტორი;
  • ყაზახეთი – 14 368 ვიზიტორი;
  • აზერბაიჯანი – 13 067 ვიზიტორი;
  • ბელარუსი – 12 284 ვიზიტორი;
  • საუდის არაბეთი – 10 372 ვიზიტორი;
  • ირანი – 9 454 ვიზიტორი;
  • უზბეკეთი – 5 697 ვიზიტორი;
  • გერმანია – 5 557 ვიზიტორი;
  • პოლონეთი – 3 907 ვიზიტორი;
  • აშშ – 3 195 ვიზიტორი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share