„ციხეებიდან რომ უნდათ დახსნა ადამიანების, ერი თუ შევრიგდით, ვის რად უნდა ვინმე ციხეში? მთავარი გასაღები ხომ მაგაშია? – შერიგებაში და ურთიერთგაგებაში. ვინც გარბის გარეთ, ევროპით და სხვა სახელმწიფოებით მემუქრება, ჩემთვის ჩვეულებრივი მოღალატეა ის ადამიანი. თავისი ღირსება არა აქვს. ჩვენ ღირსეული ერი ვართ, ღირსეული ერის შვილები ვართ. აქ შედარებით ახალი ეპისკოპოსი ვარ და მარტო ამ პატარა სოფელში 4 ტაძარი განვაახლე. ამ ერს ვინმე უნდა კარნახობდეს რამეს გარედან, ან შიგნიდან გარეთ უნდა გავრბოდეთ? ჩვენს ოჯახებში როგორ უნდა ვიცხოვროთ, მეზობლები უნდა გეუბნებოდნენ? მე არ ვარ ის ადამიანი და არც ეკლესიაა ისე, რომ თავი დავხაროთ, ჩვენ ჩვენი ღირსეული ადგილი, რაც გვეკუთვნის, მაინც დავიკავებთ. გავაძლიეროთ საქართველო და მერე აქეთ შეგვეხვეწოს ყველა. ევროპა ჩვენ ვართ. ჩვენ მოღალატეები არ ვართ, არავის ვღალატობთ. მიგვაგდეს ასე.. მოლდოვას რუმინეთი აღმოაჩნდა და ჩვენ – არავინ. ჩვენი ომი ომი არ იყო? 300 ათასი კაცი გამოგვიყარეს აფხაზეთიდან, მილიონნახევარი ადამიანი იმის გამო გაიქცა რუსეთი რასაც გვიკეთებდა. თურმე მსოფლიოში წვლილი არ შეგვიტანია. იყოს მასე…“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.