ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ერთერთი, დეპოლარიზაცია – თავისებურად აღიქვეს გურიაში.
ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ქეთი ხომერიკმა, “გუშხამ” იმას იქეთ ბილწსიტყვაობით განთქმულ “ქოცს”, დიტო სამხარაძეს სოლიდარობა გამოუცხადა და… არც მეტი არც ნაკლები, ფეისბუკის საკუთარი გვერდიდან ყოფილ, მოქმედ და მომავალ “ნაციონალებს” დედა შეაგინა:
” ყველაზე ერთგული და ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი. ეს არის ადამიანი,რომელიც ნაცფაშისტებს ეუბნება იმას რაც სათქმელია.ყველა ყოფილი,მოქმედი და არსებული ნაცის დ……..!!!!!”
დაწერა ოზურგეთის საკრებულოს კულტურის შეფმა და პოსტზე (ალბათ დიდი სიამაყით) დიტო სამხარაძე მონიშნა.
დედის გინება არ შეუმჩნევიათ და ერთერთი პირველები, ვინც ხომერიკის ეს პოსტი “დაალაიქა” ყოფილი “ნაცები” გია ჩაგანავა და გელა ჩავლეშვილი იყვნენ, მომწონებელთა შორის კი “ნაციონალების” დროს ვიცე გუბერნატორისა და ვიცე გამგებლის, ვანო ტაბატაძის მეუღლე, ამჟამად საკრებულოს დეპუტატი- ნინო ნადირაშვილიცაა.
რომ იტყვიან, არც აცია და არც აცხელა, და ხომერიკს მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერი, მისი კოლეგა ოზურგეთის საკრებულოში, დავით მჟავანაძე გამოეხმაურა.
კონკრეტიკისათვის აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ მჟავანაძე ნაწილობრივ ეთანხმება ქალბატონის გინებას, ოღონდ მხოლოდ “ყოფილი ნაცების” საკითხში:
“ა ქალი, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა გადაურბინა თავისიანებს – ჩემო ქეთი ყველა ყოფილს, რომ აგინებ ნუ გავიწყდება, ყოფილი ნაცები დღეს შენი თანაგუნდელია და მათ მიმართ მცირეოდენი მორიდება მაინც გამოიჩინე” წერს მჟავანაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.