“ის ოპოზიციონერი დუპუტატები, რომლებიც რიგგარეშე სხდომაზე აპელირებენ, თვალთმაქცი ხალხია”

„ვფიქრობ, ის ოპოზიციონერი დუპუტატები, რომლებიც რიგგარეშე სხდომაზე აპელირებენ, თვალთმაქცი ხალხია. თუ მათ 12 რეკომენდაციაზე სურთ მუშაობა, ამისთვის შესაბამისი სამუშაო ფორმატებია და არა საყვირალი ფორმატი, რომელიც მათ რეალურად აწყობთ.

რიგგარეშე სხდომა მხოლოდ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის გაღრმავების საფუძველი იქნება მათი მხრიდან, ჩვენი მხრიდან ამის სურვილი არ არის“,- აღნიშნავს ნინო წილოსანი.

მისივე თქმით, მმართველი პარტია მზად არის ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან ერთად საერთო ინტერესებისთვის ნებისმიერ სამუშაო ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share