სიმართლე გავრილოვის ღამეზე – “გავრილოვის ღამიდან” სამი წლის თავზე, კამერების წინ პირველად ალაპარაკდა სპეცნაზელი, რომელიც 20 ივნისის სისხლიან ღამეს იარაღით ხელში რუსთაველის გამზირზე იდგა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეირაღების სამმართველოს უფროსი, ლაშა შერგელაშვილი “შაბათის ეთერს” უყვება, რომ 20 ივნისს ხმარებიდან ამოღებული ტყვიებს ისროდნენ, ხმარებიდან ტყვიები კი იმის გამო ამოიღეს, რომ მას ადამიანის მოკვლა შეეძლო.
ლაშა შერგელაშვილი ამბობს, რომ სპეცრაზმელები, მათ ხელმძღვანელებს ეუბნებოდნენ, რომ გასროლა საშიში იყო.
”იყო იქ მოსაზრებები რომ, გასროლა საჭირო არ იყო, იმიტომ რომ გაცილებით გამოცდილი ადამიანები ვიყავით იქ და ვიცოდით, მაგას რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა, ითქვა იქ, სადაც ხელმძღვანელები იყვნენ, რომ არ ვისროლოთ. თუმცა ხელმძღვანელები ვერ დავარწმუნეთ, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ისინიც ვერ წყვეტდდნენ”- ამბობს შერგელაშვილი.
ტვ პირველი