„ამ პოლიტიკურ პროცესში უპირველესი მოთამაშე არის ხალხი და ეს ჩვენ დავინახეთ რუსთაველზე, მათი გამოსვლით უზარმაზარი საქმე გაკეთდა“, – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მოლაპარაკების პროცესი სამოქალაქო საზოგადოებისთვის საჯარო უნდა გახდეს.
ამასთან, პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი ამბობს, რომ კომისიებში მონაწილეობის მიღებას არ პირებს და მას უწოდებს ფილმს, რომელიც არაერთხელ ნახეს.
მისი თქმით, მოლაპარაკების დაწყების ბერკეტი მმართველი პარტიის ხელშია.
„საქმე ის გახლავთ, რომ პროცესს ოპოზიცია ვერ ჩაშლის მარტივი მიზეზის გამო, ბერკეტი ოპოზიციას დაწყების არ აქვს. 12 პუნქტის დაწყების შესრულების ბერკეტი არის ხელისუფლების ხელში. ჩვენ რომ პროცესს არ ვშლით, ზუსტად იმიტომ გვაქვს დღის წესრიგი, ძალიან გვეშინია, პროცესში არ გაწელონ ეს ყველაფერი, არ გადაიტანონ კომისიებში და საბოლოოდ საქართველომ არ დაკარგოს სტატუსი, ჩვენს ეს ფილმი გვინახავს.
ამ პოლიტიკურ პროცესში უპირველესი მოთამაშე არის ხალხი და ეს ჩვენ დავინახეთ რუსთაველზე. მათი გამოსვლით უზარმაზარი საქმე გაკეთდა. პროცესი საჯარო უნდა გახდეს. ლევანმა თქვა {იოსელიანი}, „კომისიებში, რაც ხდება მერე ჩვენ ტელევიზიებით ვისაუბროთ“, არაფერიც, არვინ არ საუბრობს არასოდეს, ხალხი და საქართველო ყოველთვის რჩება თამაშგარე მდგომარეობაში. მოდი ჩავრთოთ დიდი მონიტორი და პირდაპირი ლაივით, გადამწყვეტი სხდომები, სამუშაო პროცესი საქართველოსთვის გადამწყვეტი პერიოდისა გახდეს საჯარო. ვინ კეკლუცობს, ვინ თამაშობს, ვინ მოღალატეობრივ გზას ადგას პირდაპირ გამოჩნდება.
სულ არ ვაპირებ კობახიძის პროცესში მონაწილეობას. ეს არის საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტი. სახელმწიფოს იღბალი არის გადასაწყვეტი. თუ სასამართლოს ცვლილებას დიდი დრო სჭირდება, პროკურატურას სჭირდება მცირე დრო. რუსული მანქანა მძვინვარებს. ოპოზიციაშიც კი ახერხებს ფეხის ჩაყოფას ბიძინა ივანიშვილი.
150 ათასი ადამიანი რომ დაინახეს, შეეშინდათ, თუმცა არ აღიარებენ. მთავარია უმოქმედობა არ დაგვემართოს და არ შევყვეთ იმ თაღლითურ გეგმას კობახიძისა და ჩუმად არ ველაპარაკოთ, სადღაც კომიტეტებში და კომისიებში. ომი რომ არ უნდა ოპოზიციას და ხალხს, იმიტომ გვინდა იმ 12 პუნქტის შესრულება. დაიწყონ გეგმის შესრულება და გამოუშვან პოლიტპატიმრები“, – აცხადებს პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი.