„ნაცმოძრაობას“ სიგიჟემდე უყვარს სააკაშვილი, მათ სურთ, მოვუხსნათ ბრალდებები და გავუშვათ სახლში – სარჯველაძის “თეორია”

„ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება განხორციელდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, მიზანშეწონილობას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. პრეზიდენტს აქვს ამის დისკრეცია, მაგრამ მან რამდენჯერმე კატეგორიულად განაცხადა, რომ არ აპირებს შეწყალებას. ამაში ვეთანხმები, იმიტომ რომ სწორია, ლოგიკურია, დამაჯერებელია და არგუმენტირებულია მისი უარი. დაახლოებით იმავენაირად ვუყურებ ამ საკითხს მე, მაგრამ ჩვენ, პრეზიდენტისგან განსხვავებით, ამის რეალური რესურსი და მექანიზმიც არ გვაქვს. არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. პრობლემა ისაა, რომ ისინი ღიად ვერ ამბობენ, რაც უნდათ, იმიტომ რომ ეს არ არის ლეგიტიმური და კანონიერი. მათ სურთ, რომ რადგან ეს არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობას“ სიგიჟემდე უყვარს ეს ადამიანი, მოვუხსნათ ბრალდებები და გავუშვათ სახლში, დავაყენოთ კანონზე მაღლა. ისინი ცდილობენ, ეს როგორმე კანონიერად შეფუთონ და მოუძებნონ კანონიერი ფორმა, თუმცა ეს არადამაჯერებელი გამოდის“,

– თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ “იმედის” ეთერში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share