ოზურგეთში გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

ოზურგეთში საქართველოს სახალხო არტისტის, ლოტბარის და ქორეოგრაფის, გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.
ფესტივალის ფარგლებში ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების საზეიმო აღლუმი ჭავჭავაძის ქუჩიდან დაიწყო. მონაწილეებმა ცნობილი ქორეოგრაფის ხსოვნას პატივი მიაგეს და გორელიეფი ყვავილებით შეამკეს. ჭადრების პარკში გაიმართა ხალხური რეწვის გამოფენა; ჩატარდა საზეიმო კონცერტი, რომელშიც 5 ქვეყნის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ანსამბლები დიპლომებით და სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ. ფესტივალის გრან-პრის მფლობელი უზბეკეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი და ჩოხატაურელი ნიკოლოზ ბაზიარი გახდა.
ღონისძიებას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ბიგვავა და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 გიორგი სალუქვაძის სახელობის მე -12 საერთაშორისო ფოლკლორული კონკურს – ფესტივალი კულტურის ცენტრის ორგანიზებით და ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share