“დიპლომატიას ნამდვილად დავუწუნებ” – ყაველაშვილი დეგნანზე

“პირდაპირ გეტყვით, ელჩის განცხადების გამო განცვიფრებული ვარ. მისი მხრიდან იყო დაუფარავი გაღიზიანება და ისეთი დამოკიდებულება, რაზეც არ შემიძლია, არ ვისაუბრო. არ გვეშლება ჩვენ არაფერი, არც დამოკიდებულებაში, არც პატივისცემაში და არც ის, ვინ ვინ არის, მაგრამ დიპლომატიას ნამდვილად დავუწუნებ. მე ვარ უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატი, ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გამხმოვანებელი და კითხვები, რომელიც არსებობდა, არ იყო მარტო ჩემი პირადი კითხვები. ეს საზოგადოების კითხვები იყო

– თქვა “ქართული ოცნებიდან” წამოსულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.  

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share