ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში, საძოვარზე მყოფ მწყემსს თავს ხარი დაესხა. 52 წლის მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ინფორმაციას რადიო “ნორი” ავრცელებს.
არსებული ცნობით, დაშავებული სოფელი პატარა არაქალის მკვიდრია.