უბედური შემთხვევა – 18 წლის ბიჭს დენმა დაარტყა

უბედური შემთხვევა ზუგდიდის სოფელ კოკიში – 18 წლის ბიჭს დენმა დაარტყა.

ახალგაზრდები სოფელში ფეხბურთს თამაშობდნენ და შუქი ჩაქრა. ის ავიდა განათების ბოძზე, რომელიც სტადიონს ანათებდა. ამ დროს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა და ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ 18 წლის ბიჭს კონტაქტის შემოწმება სურდა, რა დროსაც სავარაუდოდ, ხელი დენის სადენს მოჰკიდა, რომელიც დაცული არ იყო.  შემთხვევის დროს ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ბიჭმა ხმამაღლა დაიყვირა და ძირს დაეცა. გარდაცვლილი კაცი აბიტურიენტია და მას პირველი გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდა.

ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერ არ გადაუსვენებიათ. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია ამ დრომდე მუშაობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share