პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ნსაქართველოში ჩამოსული რუსების შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“დღეს აგროჰაბში შევიარე. აქამდე, რომ გავიძახდი, ამდენი ხანიგა რუსი რამ ჩამოათრია თქო, დღეს სრულიად განსხვავებული სურათი დამხვდა.
სავაჭრო ცენტრი რუსებით იყო სავსე. წყვილები ბავშვებით და უბავშვებოდ. მაგრამ ეს უკვე სრულიად სხვა, აფერ კლასის ადამიანები იყვნენ. გუჩის პანამები. ერმესის ქოშები. შანელის სამკაულები. ერმანო სერვინოს პერანგები.
საქართველოს ათვისება მდიდარმა რუსებმაც დაიწყეს. აი, ეს უკვე მართლა საშიშია. თავისი უზარმაზარი საფინანსო რესურსით სულ წაგვლეკავენ და ქართველების ადგილი მხოლოდ მომსახურე პერსონალისთვის დარჩება. ეს იქნება 21-ე საუკუნეში მე-19 საუკუნის ინდოეთის და აფრიკის მახინჯი ასლი.
მე შემეშინდა პერსპექტივის…….”