საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია ანგარიშით 28:19 დაამარცხა. შეხვედრა ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართა.
მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 19:13 დასრულდა. 2 ლელო გაიტანა თედო აბჟანდაძემ, 1 კი სანდრო თოდუამ. მეორე ნახევარში კი საქართველოს ნაკრების უპირატესობა ზუსტად შესრულებული ჯარიმების დახმარებით გაიზარდა.
16 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ქუთაისში, „აია არენაზე“ პორტუგალიას უმასპნძლებენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.