”ძვირფასო, ბატონო სოსო
ქართველები სრულიად გადაგვარდნენ:
მადლიერების გრძნობა არ გააჩნიათ, და
მგონი არც არასდროს ჰქონიათ( შეხედეთ იმ დამანჭულ ძმებს!)
ვერც პატიოსნების დაცვის უნარს შეამჩნევთ აფუცხუნებულ ბრბოს!
არც ცოდნა აინტერესებს – იმ 9 წლის მანძილზე ხომ მეცნიერება საფუძვლიანად დაარბიეს!..
ოჯახი ფეხებზე ჰკიდიათ:
მთავარია: მაგარი სახლი ან ბინა ჩაიგდო ხელში,
ან აქ,
ან იქ!
ამიტომ ქალი და კაცის ურთიერთობა საკვების მიღების აქტს დაემსგავსა!..
სიყვარულის ხსენებაზე დამცინავად ეღიმებათ!..
ფული, ფული, ფული!!!
და
ისეთი სავარძელი,
რომ ყ ვ ე ლ ა ს ვ უ ბ რ ძ ა ნ ო და
ახალი კანონები მ ი ვ ი ღ ო თ!
მოკლედ ნეობოლშევიკები:
წამება, დასმენა, დახვრეტა, აწიოკება…
და კვლავ ფული:
ვინც შრომით მოიპოვა – გამოვძალო!
ხოლო საქართველოს ხაზინაში
ვაფათურო სისხლიანი ხელები,
არც ღმერთი,
არც რწმენა,
არაფერი!
მაგრამ რომ არც ადამიანობა შეგვრჩა!
აკვირდებით საქართველო
არაფრის ქვეყნად იქცა
ამ არაფერთა ხელში!
შურთ ივანიშვილის სიკეთის,
კაცმა საქართველო ააყვავა,
როგორც შეეძლო
და ეს წუწკნი, შეშლილნი,
სისხლიან თვალებს კარკლავენ
და არც ვიცი რას უპირებენ კეთილშობილ კაცს,
ხოლო
მ კ ვ ლ ე ლ ს,
ჯ ა ლ ა თ ს,
ქ უ რ დ ს,
გ ა ხ რ წ ნ ი ლ ს,
ა რ ა ფ რ ი ს მ ც ო დ ნ ე ს,
ფ ს ი ქ ი უ რ ა დ დ ა ა ვ ა დ ე ბ უ ლ
ე ლ ე მ ე ნ ტ ა რ უ ლ ნ ა ძ ი რ ა ლ ა ს
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ო !
ბატონო სოსო,
ხალხო,
ნუთუ საშველი აღარ გვიწერია?!”
აღნიშნულის შესახებ კინორეჟისორმა, რობერტს სტურუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.